პირობები

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდა 18 წელი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ვებგვერდის africa.movla.ge საშუალებით უნდა გამოაგზავნოს:

1. ერთი ბლოგპოსტი MS Word ფორმატით (ენა ქართული; სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა 500; შრიფტი Sylfaen; შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის სივრცე (Line Spacing) 1)

2. ბლოგპოსტში განვრცობილი ამბის ამსახველი მინიმუმ 3, მაქსიმუმ 6 მის მიერ გადაღებული ფოტო (ფორმატი jpg; მაქსიმალური ზომა 15 მეგაბაიტი; გადაღებული ნებისმიერი ფოტოაპარატით და “სმარტფონით”), რომელიც ტექსტისგან დამოუკიდებლად, თითოეულ ფოტოზე მაქსიმუმ 20 სიტყვიანი აღწერით უნდა ყვებოდეს იგივე პრობლემას.

აუცილებელია, რომ ბლოგპოსტი ემყარებოდეს კონკურსში მონაწილის პირად, კონკრეტულ გამოცდილებას და ეხებოდეს საქართველოში არსებულ გარემოს დაცვის პრობლემატიკას. სფეროები, რომელსაც უნდა ფარავდეს ბლოგპოსტი: ბიომრავალფეროვნების პრობლემები და გარემოს დაბინძურების საკითხები. პოლიტიკური საკითხებით გაჯერებული ბლოგპოსტი არ განიხილება.
კონკურსის მონაწილე პასუხისმგებელია, რომ გამოგზავნილი ფოტოები მოპოვებული აქვს კანონიერად, რომ ფოტოები და ტექსტი ეკუთვნის მას, არ არის შეურაცხმყოფელი, არ არღვევს მესამე პირის უფლებებს და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს. ფოტოები და ბლოგპოსტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სარეკლამო მიზნებით. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 დეკემბერი.

როგორ ჩავერთო კონკურსში

კონკურსში მონაწილეობის მსურველს ევალება ვებგვერდის მეშვეობით გამოაგზავნოს ერთი ბლოგპოსტი ქართულ ენაზე და ბლოგპოსტში განვრცობილი ამბის ამსახველი მინიმუმ სამი, მაქსიმუმ ექვსი საკუთარი გადაღებული ფოტო, რომელიც ტექსტისგან დამოუკიდებლად, ფოტოების აღწერით უნდა ყვებოდეს იგივე პრობლემას. აუცილებელია, რომ ბლოგპოსტი ემყარებოდეს კონკურსში მონაწილის პირად, კონკრეტულ გამოცდილებას და ეხებოდეს საქართველოში არსებულ გარემოს დაცვის პრობლემატიკას. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 დეკემბერი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდა 18 წელი.

როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა?

მიღებული ბლოგპოსტები ფოტოებთან ერთად გადაეგზავნება National Geographic-ის სათაო ოფისს, რომელიც გამოავლენს 3 გამარჯვებულს.

რა იქნება პრიზი?

სამ გამარჯვებულს ელის ორკვირიანი მოგზაურობა კენიაში National Geographic საქართველოსთან ერთად.

სხვა კითხვა გაქვთ?

დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: [email protected]